ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას BBC ,,ოცნებას” პასუხობს

სულ ნახვები : 198
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

BBC ,,ქართულ ოცნებას” პასუხობს.

მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ წეროლში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტური გამოძიება ემყარება არაერთ ფაქტს და წყაროს.


,,ჩვენი დოკუმენტური ფილმი, "როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის", რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC EYE-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს" , - ვკითხულობთ წერილში.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება" BBC-ის სამართლებრივი დავის წამოწყებით დაემუქრა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა