ჩემთვის ბაჩიაშვილის მორალური სახე ძალიან ნათელია - წილოსანი

სულ ნახვები : 150
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ჩემთვის ბაჩიაშვილის მორალური სახე ძალიან ნათელია. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი ძალიან მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი,- ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს ,,ქართული ოცნების” პარლამენტის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი უწყება სწორად ედავება ბაჩიაშვილს.

,,შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შორის, ეკეთებინა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და მან ეს ყველაფერი გამოიყენა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც ეს საშუალება მას მისცა. ამიტომ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავება, რომ მან უფლებამოსილება ან არასათანადოდ შეასრულა, ან ცუდადა გამოიყენა, მავნებლური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, მთლიანად ამ სურათში ჯდება, თუმცა რა თქმა უნდა, ცალკე საქმეა. როგორც ვიცი უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა უკვე გადასული და ალბათ გაცილებით მეტ პასუხს გასცემს ვიდრე ჩემი კომენტარი", - განაცხადა წილოსანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა