გიორგი ბარამიძეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ - რუსეთის გენერალური პროკურატურა

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, გიორგი ბარამიძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაუსწრებლად გაასამართლებენ.

გამომძიებლების ინფორმაციით, ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მეომრის რანგში 2022 წლის თებერვალში ჩავიდა, სადაც ის ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა. 

ასევე, ბარამიძემ სამხედრო წვრთნები გაიარა, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ დაამტკიცა ბრალდება საქართველოს მოქალაქის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, - აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა