ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს ევროკავშირი - ბითაძე
…
ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს ევროკავშირი - ამბობს ოცნების დეპუტატი მაია ბითაძე.
ბითაძის თქმით, ის განცხადებები, ქმედებები, რეზოლუციები, მათ შორის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, თუ საქართველოს წარმატებების გაუფასურება თვალნათლივ აჩვენებს ერთ რამეს, რომ მათ აქ სჭირდებათ მარიონეტები:
"ევროკავშირს საქართველო სჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს სჭირდებოდეს ევროკავშირი. იმიტომ, რომ ის მდებარეობა, დერეფანი, რაც საქართველოს აძლევს უპირატესობას სხვა ქვეყნებთან მიმართებით რეგიონში, არის ის, რაც ევროკავშირს ძალიან სჭირდება, მათ შორის, ენერგეტიკული რესურსისა და სხვადასხვა რესურსების გადაადგილებისა და ლოგისტიკური თუ ენერგეტიკული კავშირების დამყარების კუთხით.
ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის, მე ყველაზე არ ვსაუბრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მათ ძალიან სჭირდებათ, უფრო მეტად სჭირდებათ აქ ჰყავდეთ მართული ხელისუფლება, რომელიც ვერა და ვერ მოიყვანეს ამდენი წლის განმავლობაში.
პრაქტიკულად მათ უწევთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამცავ ხელისუფლებასთან შერკინება. ის განცხადებები, ქმედებები, რეზოლუციები, მათ შორის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, თუ საქართველოს წარმატებების გაუფასურება თვალნათლივ აჩვენებს ერთ რამეს, რომ მათ აქ სჭირდებათ მარიონეტები." - ამბობს ბითაძე.