აშშ-ს სენატში „MEGOBARI აქტის“ დამატების საკითხი მეორედ დაიბლოკა

სულ ნახვები : 199
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში „MEGOBARI აქტის“ დამატების შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თხოვნა დაბლოკა , - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნის პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა.

გამოცემის ცნობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტუნიმ „MEGOBARI აქტის“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) დამატების თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა