დაკავებულია გახარიას მხარდამჭერი - „იარაღი ჩაუდეს“

სულ ნახვები : 626
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია“, - განაცხადა დღეს, 18 აგვისტოს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

მისივე თქმით,  ბართაის ჯერ შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლტიკური ცხოვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იუთხრეს, რომ დაიჭერდნენ.

1იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს", - განაცხდა ბუჩუკურმა

ბუჩუკურის თქმით, ბართაის სურამისკენ  მიემგზავრებოდა, რა დროსაც მცხეთაში პოლიციამ გააჩერა და დააკავა, ხოლო გამომძიებლებმა ბართაიასგან ძალის გამოყენებით აიღეს ბიოლოგიური მასალა, რა დროსაც მან დაზიანებაც მიიღო.

"მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკამდე ის ჩასვეს ე.წ. ტაქსიში, რეალურად კი პოლიციის შენიღბულ მანქანაში, სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და აკაკის მანქანას შორის, იმგვარად რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ მანქანასთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ გამგზავრებამდე ჩაულაგა. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი", - განაცხადა ბუჩუკურმა

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები