პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი გრძელდება - ამჯერად მსხვერპლი მეეზოვეა - ვინ არის „გიო, გიო“ და რა კავშირი აქვს კალაძესთან

სულ ნახვები : 4,774
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კახი კალაძე არის უნამუსო ადამიანი და მთელი მისი გარემოცვა“, - ამის შესახებ CNews-თან საუბრისას გაზეთ „ქრონიკა +“ რედაქტორმა, ელისო კილაძემ დღეს, 24 აგვისტოს განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ბინძური გზით ცდილობს მეეზოვეებთან ბრძოლას.

„ხელისუფლებამ და კონკრეტულად, კახი კალაძემ მეეზოვეებთან ბრძოლის ძალიან ბინძური გზა აირჩია. ჯერ ერთი, გაფიცვის ორგანიზატორი სამსახურიდან უმოტივაციოდ გაათავისუფლეს - ჩაუწერეს, რომ თურმე, დაპირისპირება შეიტანა კოლექტივში და უკანონოდ მოახდინა გაფიცვის ორგანიზება. მერიაში, ეტყობა, უბრალოდ, დაავიწყდათ, რომ გაფიცვა კონსტიტუციური უფლებაა და უკანონო ვერაფრით იქნება,“ - აცხადებს კილაძე.

კილაძის თქმითვე, მას შემდეგ, რაც მისი ჩართულობით ბაღდავაძის დახმარება დაიწყეს და საზოგადოებისგან პოზიტივი წამოვიდა, ერთ-ერთ მის პოსტზე ტროლმა დაწერა, რომ ბაღდავაძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჰქონდა და ამის ამსახველი რამდენიმე ფოტო კილაძის პოსტის კომენტარებშიც დადო.

„ამის შემდეგ, როდესაც ბაღდავაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა იმიტომ , რომ დარჩა საერთოდ სახლის გარეშე - ვერ გადაიხდის ბინის ქირას და ვერ გამოიკვებება, ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც მეც ვიყავი, გამოვთქვით სურვილი და გავავრცელეთ სოციალურ ქსელში, მისი თანხმობით, საბანკო რეკვიზიტები, რომ მატერიალურად დავხმარებოდით. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ემიგრანტებიც და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ადამიანებმა ინტენსიურად დაიწყეს დახმარება.  ეტყობა, ამ პოზიტივმა, რაც ბაღდავაძის მისამართით სოციალურ ქსელში გაჩნდა, უბრალოდ, გააბრაზა კახი კალაძე და მისი გარემოცვა და სწორედ იმ სტატუსზე, სადაც  ვითხოვდი მისთვის მატერიალური დახმარების გაწევას, ერთ-ერთმა ტროლმა დაწერა, რომ ბაღდავაძე იყო პატიმარი, იჯდა ქალის გაუპატიურებაზე და მას ჰქონდა არატრადიციული ურთიერთობა ციხეში და აქვს ამ ფაქტის დამადასტურებელი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირიც, რომელიც ატვირთულია „იუთუბზე“, ასევე, ფოტოებიც, რომლებიც კომენტარებში დადო იმავე სტატუსზე.“,- ამბობს კილაძე.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.   

„ამ ფაქტს  ჩემი მხრიდან მოჰყვა უმძაფრესი რეაგირება, მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიტომ, რომ სახეზე იყო დანაშაულის შემცველი ფაქტი, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა, მით უმეტეს, რომ ამ პროფილმა გააკეთა განმარტება, რომ არის ციხის ზედამხედველი თუ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი და სქრინებიც ასევე გავგზავნე შსს-ში, პირად შეტყობინებაში „facebook“-გვერდზე. ამის შემდეგ, სათადარიგო ვარიანტად, მაინც მივმართე 112-ს - შეტყობინება დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა ბორჯომის პოლიციის მხრიდან სწრაფი რეაქცია - მოგეხსენებათ ვისვენებ და შვებულებაში ვარ. გამომიკითხეს იქვე და გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო პროცედურები, როგორც ამიხსნეს, გაგრძელდება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილება დაკავდება ამ საქმით, მაგრამ ეს არის ერთი მხარე“, - განაცხად კილაძემ.

კილაძე ირწმუნება, რომ უსაფრთხოები სამსახურს თავად კალაძის ტროლი სულიკო კედელაშვილი ხელმძღვანელობს და აქვს გონივრული ეჭვის, რომ ეს ინფორმაცია სწორედ ამ ჯგუფიდან გამოვიდა.

„გამოიძიებენ თუ არა და რამდენად დადგინდება ამ პირის ვინაობა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადე, კახი კალაძე არის უნამუსო ადამიანი, მთელი მისი გარემოცვა და მე სწორად ვფიქრობ ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური არის არა ციხის და რომელიმე სასჯელაღსრულების დაწესებულების,  არამედ, კალაძის, რომელსაც თავად ტროლი სულიკო კედელაშვილი ხელმძღვანელობს და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამ ჯგუფის მიერ იქნა ორგანიზებული ბაღდავაძის წინააღმდეგ მსგავსი ბინძური კამპანია და ეს არის ყოვლად მიუღებელი - ადამიანებს აშანტაჟებდე, თან ვის - მეეზოვეს და გაფიცვის ორგანიზატორს. წარმოგიდგენიათ, რა ჭაობში ვართ და რა გზით ცდილობს იმ ადამიანების კომპრომეტირებას, რომლებიც მას კორუფციაში ამხელენ. დიდი იმედი მაქვს, რომ სპეცსამსახურები ამ ფაქტს გამოიძიებენ და და ამ პროფილი რეალური ვინაობაც აუცილებლად დადგინდება.“,- განაცხადა CNews-თან კილაძემ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა