ექიმ-რეანიმატოლოგის სკანდალური მხილება: „ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მკვლელობაა“

სულ ნახვები : 52,826
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მკვლელობა ჩვენი მოქალაქეებისა და ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ.“,- განაცხადა დღეს, 27 აგვისტოს, CNews-თან საუბრისას ექიმ-რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა, რითიც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ორსულების მაღალ სიკვდილობას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მკვლელობა, რაც მაისში მოხსნილ რეგულაციებთანაა ეს კავშირში.

„პირველი, ადამიანებმა უნდა დაიცვან თავი მაქსიმალურად ნიღბით, რათა არ დასნებოვნდნენ. რას შეეხება ორსულებს, ეს ერთ-ერთი რისკფაქტორია, განსაკუთრებით, კოვიდის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ორსულებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიცვან თავი, რათა ორსულები დავიცვათ ინფიცირებისგან. სტანდარტული ზომა, როგორიც არის ნიღაბი, შეკრების ადგილებში მისვლისგან თავის შეკავება და ა.შ.

მნიშვნელოვანია კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია და მსოფლიო გამოცდილების გაზიარება, რომელიც უკვე დაგროვდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ჰოსპიტალურ სექტორში შევძლოთ. ამ შემთხვევაში, შედარებით შემცირდება ეს კატასტროფული ციფრები. 

სახელმწიფო არის უპასუხისმგებლო, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა გამყრელიძემ. ინფიცირების ეს ციფრები პირდაპირ კავშირშია მაისში მოხსნილი რეგულაციებთან. არასოდეს, ამ წლების განმავლობაში არ მითქვამს, მაგრამ ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მკვლელობა ჩვენი მოქალაქეებისა და ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ.“, - განაცხადა კალოიანმა

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისინი სწავლობენ მიზეზებს, რის გამოც ორსულების გარდაცვალების შემთხვევა გახშირდა. 

ჯანდაცვის მინისტრი ორსულებში ლეტალური შედეგის დადგომას კლინიკაში დაგვიანებულ მისვლას უკავშირებს, მაგრამ რეალურად ორსულების გარდაცვალების მაჩვენებელი მშობიარობის შემდეგ უფრო მაღალია.

„თითოეული პაციენტის მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი, რის გამოც გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია.“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა