ექსკლუზივი ენმ-დან: „ეს ინფორმაცია ამ წუთას შევიტყვე და თქვენ საიდან იცით“ - რა შეთავაზება მიიღო სევდია უგრეხელიძემ კობა ნაყოფიასგან

სულ ნახვები : 46,900
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, სევდია უგრეხელიძე 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს სენაკში იყრის. ამ გადაწყვეტილებაში, ცხადია, უცნაური არაფერია, რადგან ქალბატონი სევდია „ნაცმოძრაობის“, როგორც იტყვიან, ძირძველი მეგობარია, თუმცა ის, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ სენაკში უნდა წარადგინოს, სევდია უგრეხელიძემ CNews-ის სატელეფონო ზარამდე ზუსტად ერთი წუთით ადრე შეიტყო:

- რა საოცრებაა: ეს ინფორმაცია ამ წუთას შევიტყვე და თქვენ საიდან იცით?

- ჩემი პროფესია ხომ გახსოვთ, ქალბატონო სევდია და, ისიც მოგეხსენებათ, როგორი ოპერატიული წყაროები მყავს...  

- დიახ, მაგრამ მეც ახლა გავიგე და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს.

- ანუ, შემოთავაზება ახლა მიიღეთ?

- დიახ...

- იმ ინფორმაციასაც დამიდასტურებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც განიხილებით?

- არა, არა, საკრებულოს თავმჯდომარეობას არ განვიხილავ და არც არავინ განიხილავს. ვინაიდან ამ არჩევნებს რეფერენდუმს ვუწოდებთ, პრინციპში, სულ ერთია, სად ვიყრიდი კენჭს იმიტომ, რომ თბილისში ვიყავი იმდენი ხანი და თბილისელი არ ვარ - ქუთაისელი ვარ.

- ეს გასაგებია, მაგრამ ამჯერად სენაკზე და შესაბამისად, ე.წ. ზვიადისტების ხმებზეა ლაპარაკი?

- დიახ. შეიძლება, ნებისმიერ ადგილას ვყოფილიყავი, მცხეთაშიც ვიყავი 4 წელი, მოგეხსენებათ - იქ ხომ ზვიადისტების ხმებზე არ იყო ლაპარაკი, მაგრამ ვინაიდან ახლა ამას აქვს რეფერენდუმის ხასიათი, პრინციპში, მართლაც, სულერთი იყო, სად ვიყრიდი კენჭს.

ვანო, ალბათ, იცით, რომ ადგილობრივ თვითმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი ვარ. თვითმართველობა ჩვენთან ძალიან ცუდ დღეშია, მისახედია. ასე რომ, ჩემთვის სენაკი ნამდვილად მისაღები, საინტერესო და საყვარელი ადგილია.

რაც შეეხება თავმჯდომარეობას, ამაზე არც საუბარი ყოფილა და არც მიფიქრია. შორიდან, აბა, როგორ უნდა იყო თავმჯდომარე? აქ საუბარია არჩევნებზე, რეფერენდუმსა და იმაზე, რომ უარი ვუთხართ ხელისუფლებას, რომელიც კარგ რამეს კი არა, ცუდ რამეებს აკეთებს - ღუპავს ამ ქვეყანას.

- ქალბატონო სევდია, ჩემამდე ვისგან  გაიგეთ, რომ სენაკში იყრით კენჭს?

-  კობა ნაყოფიასგან.

- ეს ინფორმაციაც მქონდა, მაგრამ მინდოდა, თავად გეთქვათ.

- დიახ, ბატონი კობა სენაკის მერობაზე იყრის კენჭს და ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეხმატკბილებული შეიძლება იყო. ბატონი კობა ძალიან დიდი ხნის პოლიტიკოსია, ჭკვიანი და გონიერი ადამიანია. სენაკთანაც დიდი კავშირი აქვს, მაგრამ მე შეიძლება, უფრო მეტი მქონდეს იმიტომ, რომ ასაკით ვარ კობაზე უფროსი. ყველასთან ვერ იმუშავებ, ხომ?

ისე, სამეგრელო დაბომბილი რომ იყო, იქ მაშინ ჩავედი. ე.წ. ელიავას ბიჭებიც გახსოვთ, ალბათ. ეს მხარე  ჩემთვის ნამდვილად ორგანულია, და რაღაც ვალდებულებაც კი მაქვს.

ვანო პავლიაშვილი, CNews 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები