თამარ გაბუნია ასახელებს ორ პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სულ ნახვები : 30
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი“, - განაცხადა დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, სწავლის სასკოლო ოთახებში განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასურველი მოდელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველივე დღეებიდან. ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რათა სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა“, - განაცხადა  გაბუნიამ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები