კახა კალაძისა და გიორგი გახარიას საიდუმლო შეხვედრა წყნეთში

სულ ნახვები : 53,687
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 31 აგვისტოს, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე და „ოცნების“ ყოფილი პრემიერი, ამჯერად, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ. „ფორმულას“ ცნობით, საიდუმლო რანდევუ წყნეთში, კალაძის აგარაკზე გაიმართა. მართალია, შეხვედრას ოფიციალურად არც ერთი მხარე ადასტურებს, მაგრამ კულუარებიდან ვრცელდება ცნობა, რომ საიდუმლო შეხვედრა 2 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, გახარია შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ გახარია-კალაძის საიდუმლო შეხვედრის მიზანი, შესაძლოა, საარჩევნო გარიგება იყოს.

სხვათა შორის, ფარულ გარიგებებს ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრებაც ამყარებს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

„2 ოქტომბერს, 20:10 საათიდან ჩვენ გვექნება ასეთი სურათი - "ოცნება", „ნაცები“, „საქართველოსთვის“... შესაბამისად, "მესამე ძალა", რეალურად, არ იქნება მესამე და ზოგან ბარიერსაც კი ვერ გადალახავს ისევე, როგორც მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ბარიერს ვერ გადალახავენ სხვა პარტიები. ბევრგან იქნება მოცემულობა, როდესაც აუცილებელი გახდება კოალიცია და ეს კოალიცია ვერ შედგება გახარიას პარტიის გარეშე.

კითხვა: ვინ არის მზად გახარიასთან საპარტნიოროდ, „ოცნება“ თუ „ნაცმოძრაობა“? და თავად გახარია ვისთან არის თანამშრომლობისთვის მზად?

ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე მიმდინარე მოლაპარაკებები - „აქ დამითმე, იქ დაგითმობ" - ბევრად ვერ შეცვლის სურათს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების არ იყოს. ერთ შემთხვევაში დიდი გადააგდებს პატარებს და მეორეში - ხელისუფლება ოპოზიციას.

მოკლედ, ახლა ორი ჯოკერი გახარიას უკავია ხელში და მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენი, თუნდაც 6-იანები და 7-იანები იყოს. ამ ორ ჯოკერს ვერავინ აახევს ცხადია...

3 ოქტომბერი კი ერთი ჩვეულებრივი დღე იქნება, როდესაც წარმომადგენლები და დამკვირვებლები საკუთარ გმირობაზე ისაუბრებენ...“

ავტორი: ნიკოლოზ ზედგენიძე

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები