გადაწყვეტილება მიღებულია - სწავლა დისტანციურად დაიწყება

სულ ნახვები : 534
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სასწავლო პროცესი  სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია ვრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც,“ - განაცხადა დღეს, 31 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძის თქმითვე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღების მუშაობა

ოპერაციული შტაბის უფროსმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ასე ღია სივრცეში. ამასთან, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ავტორი: ლუკა წიქარიშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა