ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ შუა გორაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში, გამოჩენილი მათემატიკოსის და დამსახურებული მასწავლებლის ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის

ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის იმერეთის რეგიონში 7 ახალი სკოლა აშენდა და 16 საჯარო  სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, წყალტუბოში აშენდა უახლესი სტანდარტების პროფესიული კოლეჯი.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას სკოლის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლიდან  სრულად რეაბილიტირებულ შენობაში ისწავლიან. 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა  სრულად არის აღჭურვილი ახალი ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში მოეწყო შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ეზოში  განთავსებულია ღია სპორტული მოედანი. სკოლაში ასევე რეაბილიტირდა შიდა სპორტული დარბაზი და მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის მოწყობა. გარდა ამისა, მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი ოთხი სხვადასხვა მიმართულებით. სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება 1 075 051 ლარს შეადგენს.

შუა გორას საჯარო სკოლაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

ავტორი - ჟანა ზურაბაშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები