„გეხვეწებით... კარგით, რა“ - პრეზიდენტის განცხადების შეფასების ნაცვლად, „ოცნების“ დეპუტატმა Cnews-სთან წუთნახევრიანი დებატები გამართა

სულ ნახვები : 336
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-ი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების შესაფასებლად დაუკავშირდა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას ევროკავშირის გრანტზე უარი არ უნდა ეთქვა. ამჯერადაც არ გაგვიმართლა, ბატონი ღუდუშაური ისევ მოუცლელი აღმოჩნდა, თუმცა წუთი და ოცდაექვსი წამი იმის ასახსნელად დაგვითმო, რომ მედიასთან კომუნიკაცია არ უჭირს.

CNews-ისა და „ოცნების“ დეპუტატის დიალოგს სტენოგრაფიული სიზუსტით გთავაზობთ.

- ბატონო ალუდა, გამარჯობა, CNews-ის ჟურნალისტი გიკავშირდებით. პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით?

ალუდა ღუდუშაური: -აი, თქვენ ამის წინათაც დამირეკეთ, გახსოვთ, ხო?

-  გუშინ დაგირეკეთ, დიახ.

- გუშინ არ გისაუბრიათ ნამდვილად. არც გუშინ არ დაგირეკავთ ჩემთან.

- დაგირეკეთ და  მედიისთვის არ გეცალათ.

- ეს გუშინ არ იყო, იყო გუშინწინ.

- კარგი, იყო გუშინ წინ.

- ჰოდა, ამიტომ ახლა ვარ პარლამენტში და ვარ შეხვედრაზე და როგორ მოვიქცე? მითხარით?

- და რომ შევთანხმდეთ და ჩამეწეროთ მოუხერხებელია?

- რა არის ამაში შესათანხმებელი? ძალიან დიდი ბოდიში, თქვენ იმდენად თქვენთვის, როგორც ჩანს, რომ საუბრის დღეც კი გერევათ. შეხვედრაზე ვარ და არასოდეს არ მიჭირს მედიასთან ურთიერთობა. 

- ონლაინმედიას არ ცნობთ, ბატონო ალუდა?

- კი ბატონო, როდის მქონია ვინმესთან რამე პრობლემა, რომ არ ჩავწერილვარ?

- აშკარაა, რომ ჩვენ უარს გვეუბნებით მუდამ, მოუცლელობის მიზეზით. ისე, ამდენი პოლემიკის დრო თუ იყო, კომენტარსაც გააკეთებდით, მაგრამ როგორც ჩანს, გაურბიხართ პრეზიდენტის ბრიფინგის შეფასებას.

- გეხვეწებით... კარგით, რა.  

 ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები