ექსკლუზივი: ვაშინგტონი ბიძინა ივანიშვილისგან კოალიციურ მთავრობასა და „ოცნების“ დაფინანსების შეწყვეტას ითხოვს

სულ ნახვები : 51,411
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს კოალიციური მთავრობის პირობას აძლევს. CNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოვლინებული საგანგებო მისიის ორი წარმომადგენელი და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდნენ.

CNews-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საგანგებო მისიის წარმომადგენლებმა მკაფიოდ განმარტეს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოს პოლიტიკურ კურსსა და დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით.

„ბატონ ივანიშვილს განემარტა, რომ ის საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მმართველი პარტიის ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე. ივანიშვილის არგუმენტები, რომ გამიჯნულია პოლიტიკურ პროცესებს, მხოლოდ ცნობად იქნა მიღებული. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ თვითმმართველობის არჩევნების პროცესს - როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების დღეს მკაფიოდ დააკვირდება და დემოკრატიული პროცესის ხელისშეშლის ნებისმიერ ფაქტზე იქნება უმწვავესი რეაგირება, ფინანსური და პოლიტიკური სანქციების ჩათვლით“, - განუცხადა CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ ვაშინგტონში.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ივანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი კოალიციური მთავრობისკენ სვლაა და ვადამდელი არჩევნები გაზაფხულზე, არაუგვიანეს კი, მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება.

„ივანიშვილის პირობამ სახდეპის მისიის წარმომადგენლებში სკეფსისი გამოიწვია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ ენდობა მმართველი პარტიის გაცემულ პირობებს, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ ვაშინგტონი თავად ივანიშვილს არ ენდობა, - აცხადებს CNews-ის ინფორმირებული წყარო და დასძენს, - ივანიშვილისთვის აბსოლუტურად გასაგები გახდა, პიროვნულად მისთვის რას ნიშნავს ეს უნდობლობა“.

CNews-ის ინფორმაციით, ივანიშვილის წინაშე ასევე, დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და დასავლეთთან ურთიერთობის ასპექტებთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც დათქმული იქნა კონკრეტული ვადა, საუბარია უახლოეს დღეებზე, როდესაც ვაშინგტონი კონკრეტულ პასუხებს მოისმენს“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო CNews-თან საუბრისას.

ავტორი: ზურაბ მერაბიშვილი

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა