თბილისის ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება

სულ ნახვები : 43
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბაღებში სწავლის დაწყება 4 ოქტომბრამდე გადაიდო.

„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიციირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნობათი აღსაზრდელებს ურიგდებოდათ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი ამჯერადაც, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ათიათასობით აღსაზრდელის ოჯახისთვის“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

ცნობისთვის:

პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი – 1კგ, ფქვილი – 1 კგ, შვრია – 1კგ, მაკარონი – 1კგ, ხილფაფა – 1 ქილა, ზეთი – 1 ლ, კვერცხი – 6ც, ჩაი – 1 კოლოფი, ყველი – 0,5 კგ, რძე – 2 ლ. თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება. 

ავტორი: ჟანა ზურაბაშვილი 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები