სკანდალი: დიდი დაპირისპირება „ოცნებაში“ - გახარიას ფარული ინტრიგა და გეგმა, რომელსაც ივანიშვილი კალაძის წინააღმდეგ ამუშავებს

სულ ნახვები : 57,929
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მმართველ პარტიაში დიდი ინტრიგა მზადდება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილა კახა კალაძე „გადააგდო“. ამასთან, მმაფრთველი პარტიის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდებოდა, კალაძე ახლობლებს დაემშვიდობა და მილანში საცხოვრებლად გეგმავდა გადასვლას,  მაგრამ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოლო წუთს თავად ივანიშვილს დაურწმუნებია, რომ „ოცნებისთვის“ მისი მერობის კანდიდატობა სასიცოცხლოდ იყო მნიშვნელოვანი და ამასთან, მილიარდერს კალაძისთვის ისიც უთქვამს, რომ გახარიას ფაქტორის შიში არ ჰქონოდა, რადგან მას თავად მოუვლიდა.

ამ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია გაზეთ „ქრონიკა+“-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც ადასტურებს, რომელიც ორშაბათს, 6 სექტემბერს გამოქვეყნდება.

„გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება კალაძის დაისია, რადგან თავის დროზე „ოცნების“ საკმაოდ სერიოზული ხალხისგან გამოვიდა ხმა, რომ სანამ მერობაზე დასთანხმდებოდა, კალაძემ დასვა კითხვა, კი, მაგრამ გახარიაო? ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა, გახარიას ჩემს თავზე ვიღებო. მანამდე დამალული არც ის იყო, რომ კალაძე მიდიოდა - ახლობლებს ემშვიდობებოდა. მილანში მიდიოდა და ჩემოდნებსაც ალაგებდა. მოკლედ, მართალია, ივანიშვილი კალაძეს შეპირდა, რომ გახარიასთან თვითონ მოილაპარაკებდა, მაგრამ კალაძე „გადააგდო“, ანუ კალაძე მერობის კანდიდატად დააყენა, ამით გუნდის შიგნით რაღაც მობილიზება მოახდინა - „ოცნებაში“ კალაძეს მომხრეები ჰყავს, მაგრამ ბოლო წუთამდე იმალებოდა, რომ გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა და მხოლოდ ბოლო დღეს გახდა ცნობილი, როცა რამის შეცვლა პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ერთადერთი, კალაძეს ის რჩება, რომ კანდიდატურა მოხსნას, მაგრამ თუ ამას გააკეთებს, თავს საერთოდ დაიმარხავს,“ - აცხადებს კემულარია.

შეგახსენებთ: კოტე კემულარიას სკანდალური ინტერვიუს სრული ვერსია ორშაბათს, 6 სექტემებრს გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდება.

ავტორი: ნიკოლოზ ზედგენიძე

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა