დიდი ვაჭრობა „ოცნებაში“ - რა ფარული მოლაპარაკებები აქვს მმართველ გუნდს ევროპასთან

სულ ნახვები : 9,811
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „ოცნება“, გარკვეული პოლიტიკური შედეგის მისაღებად, პოლიტიკურ ჟონგლიორობას ეწევა და ევროპას ევაჭრება,“ - აცხადებს გაზეთ „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ვალერი გელბახიანი, რომლის ექსკლუზიური ინტერვიუს წაკითხვა გამოცემის დღევანდელ, 6 სექტემბრის ნომერში შეგიძლიათ.

„ოცნებას“ არ უნდა, რომ სამ ძირითად საკითხზე პასუხიმგებლობა აიღოს. ხომ გახსოვთ, მიშელის დოკუმენტში რა წერია? - საქართველოში 3 ძირითადი რეფორმა - მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული და პოლიტიკური რეფორმა უნდა განხორციელდეს, თუმცა „ოცნებამ“ ერთი არ განახორციელა.

ითქვა, „ოცნება“ 43%-ს გაექცაო, მაგრამ 43%-ს კი არა, პასუხიმგებლობას გაექცა იმიტომ, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, 9 მოსამართლე აირჩია. სწორედ ამის გამო შეაჩერა ევროპამ ტრანშის მეორე ნაწილი, ანუ ფულს რეფორმისთვის გვაძლევდა. თუ რეფორმას არ აკეთებ, ფულიც არ გეკუთვნის, ხომ ასეა?

მოკლედ, „ოცნებამ“ უარი იმ რეფორმაზე თქვა, რომელიც საერთაშორისო დოკუმენეტით ჰქონდა შეთანხმებული. მისი პრინციპი ასეთია: არ ვატარებ რეფორმას, ჩავატარებ არჩევნებს და ამ საკითხებზე მერე ვილპარაკოთ. „ოცნება“ ევროპას ევაჭრება - მაცალე, არჩევნების შედეგბი დამადებინე და მერე, რაზეც გინდა, ხელს  მოგიწერო, ანუ ახლა „ოცნება“, საარჩევნო თვალსაზრისით, წითელ ხაზზე დგას,“ - აცხადებს გელბახიანი.

შეგახსენებთ: ვალერი გელბახიანის ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა გაზეთ „ქრონიკა+“-ის დღევანდელ, 6 სექტემბრის ნომერში შეგიძლიათ.

ავტორი: ვანო პავლიაშვილი 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა