ელისო კილაძე: სააკაშვილი ციხეში რა იქნება, ვინმეს წარმოუდგენია?!

სულ ნახვები : 22,252
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მელია ციხეში იყო გახსნილი ნაღმი ოცნების ხელისუფლებისთვის და სააკაშვილი ციხეში რა იქნება, ვინმეს წარმოუდგენია?!, – ამის შესახებ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ტვ პირველის ეთერში, ვიკა ბუკიას „პირველ ხაზში“ განაცხადა.

გადაცემაში სტუმრობისას კილაძემ საუბარი დაიწყო პრემიერ ღარიბაშვილისადმი მიმართვით:

„ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა დღეს, კონტრაბანდისტი წერეთლის ტელევიზიაო და მინდა მას მივმართო ახლა: კონტრაბანდისტები და მკვლელები მოიკითხეთ ქართულ ოცნებაში და მედიას ზოგადად დაანებეთ თავი. იმიტომ, რომ არცერთ ხელისუფლებას, არცერთ პირობებში, არცერთი მთავრობის დრო მედიასთან ომი არ მოუგია და, მით უმეტეს თქვენ, უსამართლო ხელისუფლება ვერ მოიგებთ მედიასთან ომს. ჩვენ ვიყავით ქართული სახელმწიფოს, დემოკრატიის სადარაჯოზე და თუ რამე დარჩა ქართული სახელმწიფოსგან დღეს, ეს არის მედიის დამსახურება. ჩვენ თქვენი არ გვეშინია და ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ“, – განაცხადა „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ჩამოსვლის შესახებ იყო ყველაზე რეალისტური, რადგან მან გაიაზრა, რომ ესაა გადამწყვეტი ბრძოლა.

„ეს იყო ყველაზე რეალისტური განცხადება სააკაშვილის მხრიდან. ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის, ან ვიგებთ ამ ომს, ან ყველანი ერთდ ვმარცხდებით და მარცხდება ქართული სახელმწიფო. სააკაშვილმა უკვე ძალიან მკაფიოდ და კარგად გაიაზრა, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, თქვა, რომ მოდის საქართველოში, მოდის არჩევნებზე.

სააკაშვილმა ძალიან სწორად გათვალა, ძალიან საიტერესო ფრაზა თქვა, რომ მე მოვდივარ არა ხელისუფლებაში, არამედ იმისთვის, რომ ახალ ძალებს დავეხმარო ხელისუფლებაში მოსვლაშიო. თუ ეს ასეა, და ამ წუთას არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არა მაქვს, მაშინ ის მზად არის იმისთვის, რომ ჩაჯდეს ციხეში. რაკი მიშამ თქვა, რომ ის არ აპირებს სადღაც ჩუმად შემოიპაროს საზღვარზე, და რომ განაცხადებს თავის მარშრუტზე და ყველაფერზე, ან მას მიღებული აქვს პოლიტიკური გარანტიები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ფიქრობს, რომ ჩამოვა და შემოუშვებენ საქართველოში და შემდეგ მოვლენები განვითარდება ისე, როგორც განვითარდება, ან, უბრალოდ „ქართული ოცნება“ საშუალებას არ მისცემს მას, რომ შემოვიდეს საქართველოში. ეს ორი ვარიანტია ახლა. რომელ გზას დაადგება „ქართული ოცნება“, ახლა მამუკა მდინარაძის ცინიკური კომენტარი წავიკითხე, რომ მაგასო, გახარია ხომ არ ჰგონიაო ისევ პრემიერ–მინისტრიო, და ღარიბაშვილი რომ ჰგონია პრემიერ–მინისტრი, მერე რა?! მელია ციხეში იყო გახსნილი ნაღმი ოცნების ხელისუფლებისთვის და სააკაშვილი ციხეში რა იქნება, ვინმეს წარმოუდგენია?

ელექტორალური თვალსაზრისით, მოხდება მაქსიმალური მობილიზება, როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის, ასევე „ქართული ოცნების, რომელი ამომრჩეველი იქნება უფრო მრავალრიცხოვანი, ეს გამოჩნდება არჩევნებზე. იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გადალახოს 43%–იანი ბარიერი – ვერც გადალახავს გაყალბების გარეშე, მე მხარს ვუჭერ რას: ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, გააყალბებს, იმიტომ, რომ ის ამ არჩევნებს ვერ მოიგებს, და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც თვლიან, რომ 2 ოქტომბერს უნდა ჩაიცვან თბილად, და ხალხს დაუძახონ გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და წავიდნენ რევოლუციური სცენარით, მათ ექნებათ ჩემი მხარდაჭერა. მოლაპარაკებების მაგიდები, მერე იქ ვაჭრობები კულისებში, დანთებული თუ დასანთები ცეცხლი – არ მივიღებ ამას და ალბათ არც ამომრჩეველი არ მიიღებს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, ვართ მზად ამ ქვეყნისთვის თავგანწირვისთვის? აი ეს გადამწყვეტი ბრძოლაა ახლა. ან დავრჩებით როგორც სახელმწიფო ან აღარ ვიქნებით და ვიქნებით რუსეთის ბოსტანი“, – განაცხადა ელისო კილაძემ გადაცემაში სტუმრობისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები