სკანდალი გამყრელიძის უწყებაში - რატომ აიტვირთა საიტზე კოვიდინფიცირებულთა ყალბი რაოდენობა

სულ ნახვები : 6,650
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენ რამდენიმე პორტალს, მათ შორის, ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული პორტალზე” - განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კლების ტენდენცია მართლაც შეინიშნება, თუმცა დღევანდელი მონაცემები ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების შესახებ რეალური არ არის.

„ეს შედეგები დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა. ნეტა, ვცდებოდე და თუ ეს მართალია და 1965 შემთხვევა გვაქვს დღეს რეალურად, ეს ნიშნავს, რომ უფრო სწრაფი ტემპით მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ” - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: ლუკა წიქარიშვილია

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები