შანაი ბრუკის სადისტური მკვლელობა: როგორ გახდა წარსულში ნასამართლევი პირი „ოცნების“ აქტივისტი და დამკვირვებელი - რა პასუხი აქვთ მმართველ პარტიაში

სულ ნახვები : 2,671
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნებისმიერი პირი აგებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, - განუცხადა CNews-ს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით „ქართული ოცნების“ აქტივისტის დაკავებაზე საუბრისას.

- ბატონო გურამ, როგორც ცნობილია, ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობისთვის დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის დამკვირვებელია. საუბარია ვინმე რაფაელ მურსაკულოვზე...

- ერთი კომენტარი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პირი, ეს იქნება ნებისმიერი სამართალდარღვევა, გადაცდომა თუ მით უმეტეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილობა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მიუხედავად მისი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა. აქ სხვა კომენტარი არ არსებობს.  

- ბატონო გურამ, ის წარსულშიც ნასამართლევია. 2018-19 წლებში კი არჩევნებზეც „ოცნების“ დამკვირვებელი იყო...

- მომისმინეთ, რა, მე ვარ პარლამენტის წევრი, კომენტარს გაძლევთ, არის ათიათასობით და მეტი კიდევ აქტივისტი, ჰოდა, ყველას არ ვიცნობ, ხომ ბუნებრივია? არც იმის წარსულ ვიცნობ. ვერც ვერავინ გამორიცხავს, ეხლა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც ჩაუდენიათ დანაშაული და დაუჭერიათ. სამწუხარო, მაგრამ ჩვეულებრივი მოქმედებაა.  ჩვენ არა მხოლოდ აქტივისტებს, არამედ, თქვენ კარგად იცით, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები არიან დაკავებულები ხოლმე. სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ეს სახელმწიფო ნაწილის შემადგენელია, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

- ბატონო გურამ, სხვა რამეს გეკითხებით: ეს ადამიანი წარსულში ნასამართლევია ქურდობაზე. „ოცნებას“ უსაფრთხოების სამსახური არ აქვს, რომ პარტია ასეთ ელემენტებისგან დაიცვას?

- თქვენ ისეთ რამეს მეკითხებით, რომ მე ახლა ავდგე და გადავამოწმო, ენმ-ის და ოპოზიციის წარსული. რამდენი ამოვარდება თქვენი აზრით?

- არ ხართ ოპოზიციის აქტივისტებზე პასუხისმგებელი და ამიტომ, მგონი, ჯობია, თქვენი აქტივისტები შეამოწმოთ, არა? ოპოზიცია კი საკუთარ აქტივისტებს მიხედავს...

- ჰოდა, პასუხისმგებელი რომ ვართ, იმიტომაც აგებს პასუხს.

- ანუ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თქვენი აქტივისტი ისე გახდეს, რომ მისი წარსული არ შეისწავლოთ?

- მე გითხარით ის, რაც ჩემს კომპეტენციაში შედის, ეს ადამიანი არ ყოფილა ჩემს უშუალო კომპეტენციაში, არ ვიცნობ საერთოდ, ან როგორ უნდა ვიცნობდე? ერთი არის კომენტარი: ნებისმიერი პირი აგებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით.

ავტორი: ზუკა ნემსაძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები