სტიქია სამეგრელოში - სოფელ ახალ ხიბულაში ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და 10-მდე სახლს სახურავი გადახადა

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოგლიჯა ხეები, სახლებს გადახადა სახურავები, დააზიანა მანქანები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქართან ერთად იყო ძლიერი წვიმა. მათ ნაწილს სრულად გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

მათივე თქმით, განადგურებულია მოსავალი და სახნავ-სათესი სავარგულები. 

ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.

ავტორი - ნინი ლეჟავა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები