სკანდალი: „ოსტატი“, „მამლუქი“, „ქეთელაური“, „ჩლიქოსანი“, „ნახვაწა“, „ყაბარდოელი“ - ელისო კილაძე სუს-ის მიერ გადმობირებულ აგენტურაზე

სულ ნახვები : 11,499
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გადმოუბარებიათ ამათ კუდის აგენტურა“, - აცხადებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე.

ოსტატი, მამლუქი, ქეთელაური, ჩლიქოსანი, ერეკლე, კამო, აგავა, ბოცა, ციცკა, არსენა, გორკი, ნახვაწა, ყაბარდოელი, - ეს, როგორც კილაძე ამბობს, კუდის გადმობარებული აგენტების კოდური სახელებია.

„ოცნება“  გვეუბნება, პირადი ფირები განადგურდა და მოსმენების პრაქტიკა აღარ არსებობსო. ამ დროს კი გამოდის, რომ თვითმმართველობის ისეთი რეფორმა ჩაატარეს, რომ ყველა მომსმენი, აგენტი და ბინძური დავალების შემსრულებელი, რომელიც კუდს ჰყავდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების გადამღები, „ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის სიაში ჩაწერა და ამას ეძახიან თვითმართველობის რეფორმას.

ეს ადამიანები უმეტესად მერობის კანდიდატები არიან. ზოგი კი - საკრებულოს თავმჯდომარეობის.

სხვათა შორის, „ჩლიქოსანი“ ქარელის მერის ფსევდონიმია იმიტომ, რომ თავის დროზე ძროხის ქურდობაზეა ნასამართლევი. ეს ის ადამიანია, საოკუპაციო ხაზთან რომ ამბობდა, მავთულხლართებს ვერ ვხედავო.

მოკლედ, წარმოუდგენელი ამბავია - ვინც უნდა დაეჭირათ პირადი ცხოვრების ფირებისა და მოსმენებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების სიებში ჩაწერეს მერობის კანდიდატებად,“ - აცხადებს ელისო კილაძე.  

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები