„ოცნება“ სკანდალში ეხვევა: მღვდლები, მონაზვნები, ეპისკოპოსები - ვინ ვის უთვალთვალებს ფარულად... „ჩვენ გისმენთ ყველას“

სულ ნახვები : 6,080
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „ქართული ოცნება“ მორიგ სკანდალში ეხვევა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქართველოს ისტორიაში ინფორმაციის ყველაზე მასშტაბური გაჟონვა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ირკვევა, რომ მღვდლებს პრაქტიკულად საძინებლებში უთვალთვალებდნენ. აკონტროლებდნენ საბანკო გადარიცხვებს და ადგენდნენ ვისი საშუალებით უნდა გადაებირებინათ ისინი.

ღამით ინტერნეტში, ღია სივრცეში, მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსების, პატრიარქის მდივნის, პატრიარქის მომვლელების, პატრიარქის თანაშემწეების, პატრიარქის მოსაყდრე შიოს და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენის და თვალთვალის ფაილები აიტვირთა.

„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!

ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.

ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!

ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.

აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!

მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!"- წერს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა