ქეიფის გამო დახურული ქობულეთის საარჩევნო უბანი - საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის აღიარება

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხმაური 11 სექტემბერს, ქობულეთის, პირველ საარჩევნო უბანთან იყო. ადგილზე მისულ კომისიის წევრებს შენობა დაკეტილი დახვდათ. შენობის დაცვა კომისიის წევრებს, ოლქის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.

ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნეიძე, ფაქტს გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ ადგილზე 2 საარჩევნო ფართი აქვთ, რომლის გამოყენების უფლებაც „შატო კვირიკემ“ მათ უსასყიდლოდ მისცა, ხოლო იმ დღეს „შატო კვირიკეში“ ივენთი იმართებოდა, რის გამოც ერთი დღით კომისიის წევრებს მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლა მოუწიათ. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამაში პრობლემას ვერ ხედავს, მაგრამ აღიარებს, რომ მომხდარი გაუთვალისწინებელი შეცდომა იყო. და უშეცდომო არავინაა და იმასაც ამბობს რომ მსგავსი ფაქტი მეორედ აღარასდროს განმეორდება.

„ჩვენ ეს ფართი „შატო კვირიკემ“ უსასყიდლოდ დაგვითმო, იმ დღეს ივენთი ჰქონდათ და ამის გამო ერთი დღით მოგვიწია მეორე სართულიდან, პირველ სართულზე ჩასვლა, რაც შეეხება ბრალდებას, რომ უბანი დაკეტილი იყო, აქაც შეცდომაში შევედით რადგან, დაცვას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ კომისიის წევრები მეორე კარებიდან უნდა შეეშვა, ამის გამო მოხდა ის გაუგებრობა რაც მალევე აღმოიფხვრა,“- განუცხადა CNews-ს ხახნეიძემ.

CNews-ს წყარო უყვება, რომ 11 სექტემბერს „შატო კვირიკის“ ტერიტორიაზე რთველის ღონისძიება ტარდებოდა, სადაც ქობულეთის მერი და მერიის თანამშრომლები უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდნენ.

„იმ დღეს, რთველის ღონისძიება იყო, მერიც იყო და აქაური მაღალჩინოსნებიც, ამის გამო იყო დაკეტილი უბანიც. იმის გამო, რომ  დაკეტილ უბანზე ოპოზიციის კომისიის წევრებმა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო უბანი ერთი დღით მეორე სართულიდან, პირველზე გადაიტანეს,“ - განუცხადა CNews-ს წყარომ ქობულეთის მერიიდან.

ხახნეიძე, CNews-სთან უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ „შატო კვირიკეს“ რაღაც სხვა ივენთი ჰქონდა.

„არა, ეს არასწორი ინფორმაცია, მე არ ვიყავი იქ მაგრამ როგორც ვიცი, რომ ქობულეთის მერი ადგილზე არ იმყოფებოდა,“- განაცხადა ხახნეიძემ

ამბის გადასამოწმებლად, ქობულეთის მერს რამდენჯერმე დავუკავშირდით მაგრამ ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. 

წყარო გვიყვება, რომ ადგილზე არამარტო მერი და მერიის თანამშრომლები არამედ ქობულეთის საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ.

ხახნეიძე, ჩვენთან საუბრის დროს აღიარებს, რომ მომხდარი შეცდომა იყო და დასძენს, რომ საგანგაშო ამაში არაფერია. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები