ფარულ ჩანაწერებზე - შიო კი არა, მაცხოვარიც რომ მონაწილეობდეს მომავალი პატრიარქის არჩევნებში, ის კეთილსინდისიერად უნდა წარიმართოს - გოჩა მირცხულავა

სულ ნახვები : 1,062
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შიო კი არა, მაცხოვარიც რომ მონაწილეობდეს მომავალი პატრიარქის არჩევნებში, ის კეთილსინდისიერად უნდა წარიმართოს და არა ამ უსინდისობით,“- ასე ეხმაურება FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოსთან დაკავშირებით.

მირცხულავა წერს, ამით ვერავინ მოიგებს, თუმცა ვინც ცდილობს მოგებას ეს დღესავით ნათელია.

„სუს-ს, მოსადს,  ცსს-ს, გინდაც მი-5, 6 და 1000, გნებავთ კგბ-ს და ფსბ-ს ტენეთ ეს ჩანაწერები საპატრიარქოდან .

აქ ყველაფერი ნათელია, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ პირადი პოლიტიკური დღის წესრიგიდან რა შეფასებები გაკეთდება ამ ფაქტის შესახებ.

დაცვის სამსახურის ყველა თანამშრომელს ამოწმებს საპატრიარქო თავად და მანდ იდიოტები არ სხედან, ვინ მოგვწონს და ვინ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.

შესაბამისად, აპარატურა მანდ დამონტაჟებულია სამსახურის მიერ და გამოტანილია ამ სამსახურის თანამშრომლის მიერ.

მეუფე შიოს, გნებავთ მეუფე იაკობის, ან სხვათა მიმართ ჩემი დამოკიდებულებაც ყველასადმი ცნობილია (პიროვნულად არც მათ ვერჩი არაფერს), მაგრამ ნებისმიერი ჩანაწერის გამოქვეყნება ვისზედაც არ უნდა იყოს ის, არის უზნეობა. თუმცა ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება და საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენელი ლამის ორი ათეული წელია ამ თვალთვალი-მოსმენის, ადრე დანოსების, პროდაქშენშია ჩართული და თავად არის სპეცსამსახურებით გულანთებული თანამშრომელი - 489 სახელი და გვარია ცნობილი და შესაბამისი სიაც არსებობს, ეს იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას ბოლომდე განადგურებული ჰგონია. 

ამ წუთას არასწორი შეფასებებია ყველაზე ცუდი. ეს ნამდვილად ცუდი ქმედება საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაა და სხვა არაფერი.

რაც შეეხება უშუალოდ ჩანაწერებს - არ მინახავს და არც ვაპირებ ვნახო. არც თქვენ გირჩევთ", - წერს მირცხულავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა