მათ, ვინც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში გადაიტანეს, კონფერენციებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა და ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის საბუთი ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ იმ პირებს, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდი“, - განაცხადა დღეს, 13 სექტემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

აქამდე სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ ან კორონატესტზე უარყოფითი პასუხის მქონე პირებს შეეძლოთ.

„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატება ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ” - აღნიშნა ღიბრაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა