თბილისის დინამო რეორგანიზაციას იწყებს და ახალი სპორტული დირექტორი წარადგინა

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა რომან რომან ფიფიამ პრესკონფერენცია გამართა და ახალი სპორტული დირექტორი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა.

„დაახლოებით ორი წლის წინ ზაზა დოლიძესთან გავდიოდი საკითხებს, რომ მმართველი გუნდის რეორგანიზაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ პანდემიამ პროექტის სრულყოფა გადადო. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი. მომავალი ორი წელი გუნდს კახა ცხადაძე უხელმძღვანელებს, სპორტული მიმართულებას კი, რეხვიაშვილი ჩაიბარებს. ვგულისხმობ როგორც აკადემიას, ასევე, პირველ გუნდს. რეხვიაშვილს ზურგს უმაგრებს ბელარუსიაში გაწეული საქმიანობა. უახლოეს პერიოდში კი, დოლიძე ბიზნეს მიმართულებს წარადგენს. გვეყოლება ფინანსური დირექტორიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდს უნდა მართავდეს ბორდი. ბევრი კითხვები იყო, რომ გუნდი არასწორად იმართება. ბევრი გვაკრიტიკებდა კიდეც, მაგრამ, არიან ჟურნალისტები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ავრცელებენ ინფორმაციას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ორი ასეთი დიდი პროფესიონალი დინამოში არ ყოფილა. ვგულისხმობ, კახა ცხადაძესა და ალექსანდრე რეხვიაშვილს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 10 წლის განმავლობაში არც ერთ მწვრთნელზე არ მიმიცია შენიშვნა. რამდენიმე ფეხბურთელმა შეიწირა ჩვენი ევროტურნირები, თუმცა ეს ფეხბურთელები წინა მწვრთნელების მოყვანილი იყო“, – განაცხადა ფიფიამ.

მედიასთან კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმაც ისაუბრა.

„რაც შეეხება სპორტულ მიმართულებას, კონკრეტულ თემებს არ შევეხები, ამას დრო აჩვენებს. ჩვენი მიზანია დინამო ბიზნეს პროექტი გახდეს. ის პოტენციალი, რაც დინამოში ვნახე, ძალიან სასიხარულო ფაქტია. აქცენტს ჩვენს აღზრდილებზე გავაკეთებთ. ერთი რაშიც გაგვიმართლა, მიმუშავია კახა ცხადაძესთან და ვიცი, როგორი მომთხოვნია ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. ასევე ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვს მათთან. საქართველოში ტალანტების დიდი პოტენციალია და ახლაც ტალანტების სამჭედლოა. ისინი უნდა გაძლიერდნენ მენტალურად, ფიზიკურად, რომ სტერსული სიტუაციებისთვის მზად იყვნენ. თუ ჩვენ ჩავუდექით ამ საქმეს, ესე იგი ჩვენ ბევრი რამ პირადი გვერდით გადავდეთ. დინამოში დალაგებული პროექტიდან მოვედი. ეს მიზანი, ეს პროექტი ძალიან დიდი გამოწვევაა და ამისთვის მზად ვარ, – დასძინა რეხვიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები