კახა ცხადაძე: ერთ დროს ყველასთვის საყვარელი დინამო, ახლა ყველასთვის საძულველი გუნდი გახდა

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციას, სადაც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა, დედაქალაქური გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც ესწრებოდა.

ცხადაძემ, კლუბის პრეზიდენტის მსგავსად, გულშემატკივარს ბევრ რამეს დაპირდა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება დინამოს მორიგი დაპირებების სერია...

„დინამოში მისვლის პირველივე დღიდანვე ვამბობდი, რომ საკითხები და პრობლემები გლობალურად უნდა გადაგვეწყვიტა. დინამოში ყოფნა დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადამიანებს, როგორიც რომან ფიფია და სხვები არიან, ვინც ფეხბურთში ფინანსებს დებს, შრომა დაუფასდეთ. ერთ დროს ყველასთვის საყვარელი დინამო, ახლა ყველასთვის საძულველი გუნდი  გახდა. იმ მძიმე მომენტში, როცა დინამოში მივედი, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კლუბში ახალი სპორტული დირექტორი მოვიდოდა. ეს აუციელებელი იყო, ვულოცავ ალექსანდრეს ამ თანამდებობას, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად მუშაობა შედეგს გამოიღებს. აკადემიიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი წამოვწიეთ, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელების დამატებაც საჭიროა. ვმუშაობთ, რომ ძალიან მაღალი დონის ქართველი ფეხბურთელები დავიბრუნოთ. მიხარია, რომ ბათუმის დინამოს ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში მოხვდნენ, მაგრამ თბილისის დინამო სხვა ბრენდი და ისტორიაა. მესმის, რომ ყველას წასვლა უნდა, მაგრამ ფეხბურთელები არ უნდა წავიდნენ დღეს, უნდა წავიდნენ ზეგ, როცა აქ შესაძლებლობებს ამოწურავენ და ახალი გამოწვევის დრო მოვა“, – განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, ცხადაძე თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად ზაფხულის დასაწყისში დაინიშნა. მაშინაც ბევრი დაპირებები იყო, რომ გუნდი ევროტურნირებზე წარმატებით ითამაშებდა, მაგრამ დინამო ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნეფთჩისთან დამარცხდა, შემდეგ კი, კონფერენციის ლიგაზე ჰაიფას მაქაბისთან განადგურდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები