დონორები ავღანეთს 1.1. მილიარდი დოლარით დაეხმარებიან

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დონორები ავღანეთის მოსახლეობის დასახმარებლად 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ. შეთანხმებას მხარეებმა ჟენევაში გამართულ გაეროს კონფერენციაზე მიაღწიეს.

ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 64 მილიონ დოლარს გაიღებს. 11.5 მილიონი დოლარის გამოყოფის გეგმავს ნორვეგია.

ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ავღანელი ხალხის დახმარებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ.

გაეროს შეფასებით, ავღანეთში 14 მილიონამდე ადამიანს შიმშილობა ემუქრება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები