ინგლისში მომავალი კვირიდან 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინგლისში კოვიდვაქცინით აცრას 12-15 წლის ასაკის ბავშვებს  შესთავაზებენ. მთავრობამ შესაბამისი რეკომენდაცია მრჩეველთა ჯგუფისგან მიიღო.

„მივიღეთ მთავარი სამედიცინო მრჩეველების რეკომენდაცია 12- 15 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ჩატარების შესახებ, რაც ბავშვებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაიცავს, სკოლებში ვირუსის გავრცელებას შეამცირებს და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

მისივე თქმით, 12- 15 წლის ბავშვების ვაქცინაცია ინგლისში მომავალი კვირიდან დაიწყება. მათ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები