ტეხასსა და ლუიზიანაში სტიქიური საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტეხასისა და ლუიზიანის სანაპიროებს ტროპიკული შტორმი „ნიკოლასი“დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე ტეხასში საათში 120 კილომეტრს აღწევს.

 პრეზიდენტმა ბაიდენმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა კი შტატის 17 ოლქსა და 3 ქალაქში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა აშშ-ის სიდიდით მეოთხე ქალაქ ჰიუსტონის მერმა სილვესტერ ტერნერმაც.

სტიქიური საფრთხის გამო დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი. გაუქმდა ასობით ავიარეისი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა