„ოცნების“ ნასვამი აქტივისტი და დაკარგული პირადობის მოწმებები - მინისკანდალი გორში

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორში, მოქალაქემ, ტანია ცერცვაძემ ათობით პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იპოვა. როგორც ცერცვაძე ეჭვობს, პირადობის დამდასტურებელი მოწმობები „ოცნების“ ნასვამმა კოორდინატორმა დაკარგა.

ამასთან, „მთავარის“ ცნობით, მოქალაქე მიიჩნევს, რომ ნაპოვნი პირადობის მოწმობები მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას უკავშირდება.

„ბალახზე 20-30-მდე პირადობა ეყარა. ეს ძველი ტიპის პირადობები იყო. ყურადღება მიიქცია იმან, რომ პირადობა იყო, სურათი გადავუღე და წავედი, არც პოლიცია გამომიძახებია, არაფერი. არჩევნებს დავუკავშირე მერე", - განაცხადა ცერცვაძემ.

ინციდენტიდან გამომდინარე, ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის წინასწარ ემზადება, რაშიც გორის მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილიც მონაწილეობს, თუმცა შიოშვილი ყველაფერს უარყოფს და ამბობს, პოზიცია არა არჩვებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგი დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები