„გამოვდივარ ჯაშუში“ - მეუფე ნიკოლოზი

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ლუგარის ლაბორატორიაზე თუ მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც უცხოეთს უნდა გადავცე, კარგად ყოფილა ლუგარის ლაბორატორიის საქმე“, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებზე საუბრისას.

მისივე თქმით, მასზე მსგავსი ფაილებით ზემოქმედებას ვერასდროს მოახდენენ.

"მე, მაგალითად, არც მაინტერესებს, არც წავიკითხავ ამ ჩანაწერებს. მე, ვთქვათ, გამოვდივარ ჯაშუში, ხათუნასგან ვიღებდი ინფორმაციას და გადავცემდი რუსეთის სამსახურს და ამაში ვიღებდი ფულს და რაღაცა სისულელე ფულია დასახელებული... ლუგარის ლაბორატორიაზე თუ მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც უცხოეთს უნდა გადავცე, კარგად ყოფილა ლუგარის ლაბორატორიის საქმე.

მარტივ რაღაცას გეტყვით, რის გამოც ვერ იქნება შანტაჟის თემა - რომც მქონდეს რაღაც ასეთი ჩადენილი, ის, რომ ვითანამშრომლო უფრო დიდი კომპრომატი იქნება. გამორიცხულია, რომ ასე ზემოქმედება მოახდინონ",- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „მთავარის“ ეთერში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები