„ციანიდის საქმის“ რა სკანდალურ დეტალებზეა საუბარი სუს-ის ფარული მოსმენების ფაილებში

სულ ნახვები : 6,488
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირკვევა, რომ სუს-ის ფარული მიყურადების ფაილებში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული დეტალებზეცაა საუბარი. 

„მთავარის“ ცნობით, ათასობით ფაილიდან ირკვევა, რომ სუს-ის მოპოვებული მტკიცებულებებით, გიორგი მამალაძის მიერ დანაშაულის დაგეგმვისა და ციანიდის შეძენის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ჩანაწერების თანახმად, მთავარეპისკოპოსი ზენონი საპატრიარქოს თანამშრომლებს პირდაპირ ეუბნება, რომ „ციანიდის საქმის“ ეროვნულ დონეზე დასრულება და სტრასბურგში განსახილველად საქმის გადაცემა ავტომატურად ნიშნავს, რომ  მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს გაამართლებენ, საპატრიარქო კი დიდ შარში გაეხვევა. 

ამავე ჩანაწერების მიხედვით, სასულიერო პირებს ყველაზე მეტად არა მამალაძის გამართლების, არამედ, „ციანიდის საქმეში“ ჩართული პირების გამოჩენის ეშინიათ. 

ცნობისთვის:  ინტერნეტსივრცეში გუშინ, 13 სექტემბერს, ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები