ორ წელიწადში ერთხელ – მსოფლიო რაგბი უმთავრესი ტურნირის ჩატარების ვადების შემცირებას აპირებს

სულ ნახვები : 226
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

FIFA-ს შემდეგ მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია გააქტიურდა და მსოფლიოს თასის რეფორმას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ FIFA-მ დაანონსა, რომ მუნდიალის ჩატარებას უკვე ყოველ ორ წელიწადში გეგმავს. როგორც ჩანს, მათი იდეა მოეწონა სარაგბო სამყაროს და ახლა იგივეს გაკეთებას თავადაც აპირებენ.

თუ ფეხბურთს მოწინააღმდეგეები ჰყავს, ეს უპირველესად, UEFA-სა და წამყვან საფეხბურთო ლიგებს ეხება, იგივე ჯერ არ ემუქრება რაგბს.

შეგახსენებთ, რომ სარაგბო მსოფლიოს თასი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლოს ტურნირს იაპონიამ 2019 წელს უმასპინძლა, ხოლო მომდევნო ტურნირი 2023 წელს გაიმართება და მისი მასპინძელი საფრანგეთია. სწორედ პარიზი 2023-ის აღმასრულებელ დირექტორ კლოდ ატჩერს შეხვდნენ მისი კოლეგა მსოფლიო რაგბიდან ალან გილპინი და მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტს. ჯერჯერობით, საბოლოო პასუხი არ აქვთ, მაგრამ ვადების შემცირებას სერიოზულად ფიქრობენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები