ლატარიას - „აიცერი და მოიგე“ პირველი გამარჯვებულები ჰყავს
სულ ნახვები :
222
...
ვაქცინაციის წახალისებისთვის დაწყებული სპეციალური ლატარიის - „აიცერი და მოიგეს“ პირველი გამარჯვებულები უკვე ცნობილია. დღეს, 14 სექტემბერს, ჯამში, 20 000 ლარი გათამაშდა. აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ, საიტზე - stopcov.lotto.ge საკუთარი პირადი ნომრით გადაამოწმონ, ხომ არ მოიგეს თანხა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია აიცრათ კოვიდის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინით. ლატარია 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ლუკა წიქარიშვილი