„ფაბრიკაცია“ - საპატრიარქოს იურისტის პირველი კომენტარი სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპატრიარქო სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მოსმენების ფაილებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებს.

„მსგავსი რაღაც ფაბრიკაციები და რაღაცები მიზანმიმართულია შეგნებულად ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის. ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ მე ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია რა. რამდენი რაღაც სისულელე ახლა გამოქვეყნდება, ყველაფერზე სამართლებრივი დავა... საერთოდ, სამართლებრივი დავის დაწყება მსგავს სისულელეებზე ყოველთვის არის არასწორი, - ამბობს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.

შეგახსენებთ: ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა