მებრალება მდინარაძეც, კობახიძეც, ღარიბაშვილიც – ნიკა მელია

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე არ მაქვს შეფასება ვერაგების კომენტარებზე, ბოროტების განსახიერებების კომენტარებზე. მეტიც მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების კომენტარებზე, მე კომენტარს არ გავაკეთებ. მართლაც მებრალება მდინარაძეც, კობახიძეც, ღარიბაშვილი და ყველა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მმართველ გუნდს ხალხი 2 ოქტომბერს გასცემს პასუხს.

„ეს ადამიანები არიან გაგიკვირდებათ ალბათ და ტყვეობაში, გამოჰყავთ ახლა და შავზე თეთრს ალაპარაკებენ. მათ ჰგონიათ, საკუთარ თავს ამით რაიმე სიკეთეს მოუტანენ. პირიქით. ეს საქმე მივა ბოლომდე, არავის არ აქვს უფლება, რომ ხელის გულზე გედოს ის სისაძაგლე და ამის შემყურე, იმის მაგივრად, გამოხვიდე, შეწუხდე, თქვეს, რომ უბრალოდ ეს არის ტყუილი და ბოდვა, ამის უფლება არავის აქვს ხელისუფლებაში. რადგან თავის თავს ამის უფლება მისცეს და არა პირველად, შესაბამისი პასუხი ექნებათ 2 ოქტომბერს ხალხის მხრიდან“, – განაცხადა მელიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები