ექსკლუზივი: სუს-ის 2021 წლის საიდუმლო კრებსები - რატომ აგინებდა ვარლამ გოლეთიანი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს

სულ ნახვები : 9,737
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ფარული მოსმენისა და მიყურადების 300 ათასამდე ფაილში, გავრცელებული ცნობით, უმეტესად უმაღლესი სასულიერო პირების საუბრის კრებსებია. ამასთან, CNews-მა ექსკლუზიურად დაადგინა, რომ ფაილები მხოლოდ 2017-2020 წლებს კი არა, არამედ, 2021 წელსაც მოიცავს. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი ფაილი დასათაურებულია ასე - „1 თებერვალი“. მართალია, წელი დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ამ საიდუმლო ფაილში ძირითადად ამახვევინეს მოწინააღმდეგეთა აქციებზეა საუბარი. ამ აქციებმა კულმინაციისკენ სვლა სწორედ მიმდინარე წლის პირველი დეკადიდან დაიწყო.

ამ საიდუმლო ფაილში ნახსენებია რიონის ე.წ. მთავარი მცველი, ვარლამ გოლეთიანი. კერძოდ, სუს-ის კრებსის თანახმად, გოლეთიანმა ვინმე ნაირა ჯაჭვლიანს, რომელიც საიდუმლო მასალის მიხედვით, გოლეთიანი თანამოაზრეა, უთხრა, რომ რიონის რამდენიმე მცველი მოსაშორებელია

ნამახვანჰესისმშენებლობის მოწინააღმდეგე ვარლამ გოლეთიანმა თანამოაზრე ნაირა ჯაჭვლიანს აცნობა, რომ აქციიდან სასწრაფოდ მოსაშორებლები არიან ირაკლი ანთიძის მსგავსი პროვოკატორები, ვინაიდან მათ გამო შესაძლოა მოხდეს სხვა აქტივისტების დაკავებაც. ნ.ჯაჭვლიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომელიც არაა სატელეფონო, რის გამოც შეხვდება მარიტა მუსელიანს და ამ უკანასკნელის საშუალებით გაიგებს იგი (გოლეთიანი) ყოველივეს. ნ.ჯაჭვლიანის განმარტებით, იგი თანამოაზრეებთან ერთად ემზადება მ/წ 7 თებერვლის აქციისთვის,“ - ნათქვამია სუს-ის საიდუმლო კრებსში.

სუს-ის საიდუმლო კრებსში, რომელიც 1-ელი თებერვლით თარიღდება, გოლეთიანი რამდენჯერმეა ნახსენებია. ამავე კრებსიდან ირკვევა, რომ გოლეთიანი პირად საბრებში ქუთაისის მიტროპოლიტს, იოანე გამრეკელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა თანამოაზრე რაჯი ლიპარტელიანს აცნობა, რომ ამ ეტაპზე არ ღირს სოფელ ნამოხვანში შეკრება და რესურსი სასურველია გამოყენებულ იქნას მ/წ 7 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე. საუბრისას ვ.გოლეთიანმა და რ.ლიპარტელიანმა ქუთაისის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მოიხსენიეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გასცა, სოფელ ნამოხვანიდან გელათში ჯვრის გადატანის კურთხევა.

ნამახვაიჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების პირადი საუბრებიდან ირკვევა, რომ მათ არ გააჩნიათ ხალხის მობილიზების რესურსი და არ აქვთ შესაბამისი ფინანსები, რის გამოც ისინი მ/წ 7 თებერვლამდე რაიმე სახის მასშტაბურ საპროტესტო აქციას არ გეგმავენ,“ - ნათქვამია სუს-ის საიდუმლო კრებსში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა