ჩემპიონთა ლიგა ხმაურიანად და სენსაციურად დაიწყო

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედი და კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიაში პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდნენ, მაგრამ იანგ ბოიზთან 1:2 წააგეს.

არადა, ანგარიში სწორედ რონალდუმ გახსნა. თუმცა, მალევე მანჩესტერელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ – ვან ბისაკა უხეში თამაშისთვის გააძევეს. ინგლისური გუნდის მწვრთნელმა ამის შემდეგ ფრთხილი თამაში არჩია, მეტოქეს ყველაფერი დაუთმო და მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. სიფრთხილენ კარგი საქმე არ გააკეთა – ნგომალეუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კონპენსირებულ მეხუთე წუთზე ლინგარდმა უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც სიებაჩი საკუთარ მეკარეს პირისპირ შეატოვა და შვეიცარიელმა დასაჯა.

კიდევ ერთი მატჩი სევილიაში გაიმართა, სადაც მასპინძლები ზალცბურგთან ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ – 1:1.

მოგებასთან ზალცბურგი უფრო ახლოს იყო: ავსტრიელებმა ჯერ ანგარიში გახსნეს, შემდეგ კი, პენალტი ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, 11 მეტრიდან ზუსტად სევილიამ დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. დარჩენილ დროში ზალცბურგი უფრო მეტს უტევდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები