დიმიტრი ლორთქიფანიძე ივერი მელაშვილს მოკვლას უპირებდა - სუს-ის სკანდალური კრებსების უცნობი სერია

სულ ნახვები : 2,630
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გასაჯაროებულ ფარული მოსმენისა და მიყურადების 300 ათასამდე ფაილში, გავრცელებული ცნობით, უმეტესად უმაღლესი სასულიერო პირების საუბრის კრებსებია, თუმცა CNews-მა დაადგინა, რომ კრებსებში ისეთი პერსონებიც ფიგურირებენ, როგორიც, მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძეა, პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი, ძირითადად, დავით გარეჯის თემის კონტექსტშია. ამასთან, ეს კრებსი  ასეა დასათაურებული  - „1 თებერვალი“.  

პრიმაკოვის სახ. ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული მისიის ხელმძღვანელმა რამაზ გაგნიძემ აცნობა, რომ მ/წ 31 იანვარს გამთენიისას ხელისუფლებამ მოახდინა ნამოხვანი ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ აღმართული რკინის ჯვრის დემონტაჟი. რ.გაგნიძის განცხადებით, ტელეკომპანია იმედი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ჯვრის დემონტაჟი განხორციელდა ქუთაისის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის კურთხევით, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს დეზინფორმაციას. გ.რაზმაძის თქმით, აუცილებელია მკვეთრი რეაგირება, რადგან ნაკურთხი ჯვრის დემონტაჟი ეკლესიის ნგრევის ტოლფასია, ხოლო თუ ადგილობრივმა ეპისკოპოსმა გასცა აღნიშნული კურთხევა აუცილებელია მისი მხრიდან შესაბამისი განმარტების გაკეთება.

„დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, წარსულში პირადად იღებდა მონაწილეობას ნამოხვანი ჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში, სადაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაყოფილია ორად და ჰესის მშენებლობას ადგილზე ჰყავს ბევრი მომხრე. დ.ლორთქიფანიძის თქმით, ეროვნულად განწყობილმა ძალებმა უნდა შეიკავონ თავი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებისგან, რადგან შესაძლოა მათი ქმედება საზოგადოებაში აღქმულ იქნას, როგორც ეკლესიასთან დაპირისპირება. დ.ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მისი ყურადღება გადატანილია დავით-გარეჯის საკითხის მიმართ, რადგან თუ აღნიშნულ საქმეზე მოხდება ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი შსს მინისტრი ივანე მერაბიშვილის გასამართლება, საქართველოში დაიწყება პარტია ენმ-ს საბოლოოდ განადგურების ეტაპი, რაც გამოიხატება პარტიის ლიდერების სახლებში მივარდნით და პარტიის ოფისების დაწვით. დ.ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში ღიად დაუპირისპირდება აზერბაიჯანის ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობის სახელით მოითხოვს პასუხს დავით-გარეჯის გამო,“ - წერია სუს-ის საიდუმლო კრებსში, რომელიც 1-ელი ტებერვლით თარიღდება.

ზოგადად, ლორთქიფანიძე ნახსენებია8 და 12 თებერვლით დათარიღებულ კრებსებშიც:

"პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის" ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბარში, მისი მეგობარი ბესარიონ წულაია დაინტერესდა, ხომ არ დაესწრონ მ/წლის 7 თებერვალს "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას. აღნიშნულზე დ.ლორთქიფანიძემ განაცხადა უარი და განმარტა, რომ აქციაზე წასვლა არ მიაჩნია სწორედ, რადგან წარსულში თავად იყო ჩასული სოფელ ნამოხვანში და სოფელ ჟონეთში, სადაც გაარკვია, რომ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორია გაყიდულია ხსენებული სოფლის მოსახლეობის მიერ. დ.ლორთქიფანიძის განმარტებით, დაგეგმილი საპროტესტო აქცია არის მართული პროცესი, რადგან აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი და კარავში მცხოვრები პირები აქციების მოწყობაში იღებენ ხელფასს. მისივე განმარტებით, საპროტესტო აქციების უკან დგანან ტელეკომპანიები: "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი". საუბრის დასასრულს დ.ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ ზემოხსენებულ აქციაში მონაწილე რაჭის თემის უკან დგას ე.წ სოროსის ფონდი"..

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის" ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მთავარი პროკურატურის გამომძიებელ ნიკა პაპაშვილს  აცნობა, რომ მის მიერ მოპოვებული მასალებით, იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის სამინისტროდან რუკების გადამალვის და განადგურების მიზნით, მიწათმოწყობის ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელ ზურაბ ბოჭორიშვილს გააყოლეს სამი ოფიცერი, ერთ-ერთი მათგანი იყო იმჟამინდელი გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ზურაბ ტატიშვილი, რომელიც ამ ეტაპზე არის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტასთანამშრომელი. მისივე თქმით, რუკების გადამალვის და განადგურების პერიოდში, მიწათმოწყობის ინსტიტუტი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო მინისტრი იყო გიორგი არველაძე. დ.ლორთიქიფანიძემ განმარტა, რომ გ.არველაძე იყო მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და იმ ადამიანების გუნდის წევრი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით დავით გარეჯის რუკების განადგურებაში.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი ქართველიშვილმა აცნობა, რომ / 30 იანვარს იმყოფებოდა დავით გარეჯის მონასტერში. სადაც ამავე დროს ტერიტორიაზე იყო ივერი მელაშვილი ტელეკომპანიაფორმულასჟურნალისტებთან ერთად. . ქართველიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს მკვიდრი მოსახლეობა (ანები) ემუქრებიან . მელაშვილს და შეხვედრის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებიან ამ უკანასკნელს. თავის მხრივ, . ლორთქიფანიძემ განაცხადაარ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს, 4 მჭიდით, მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში”- წერია სუს-ის საიდუმლო კრებსებში.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა