ძალიან სკანდალური დეტალი სუს-ის კრებსიდან: რის სანაცვლოდ აკურთხეს პეტრე ცაავა და იაკობ იაკობაშვილი ეპისკოპოსებად

სულ ნახვები : 51,554
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ილია II-ს პატრიარქობის პერიოდში ეპისკოპოსად კურთხევა ხდება გარკვეული ,,დამსახურებებიდან” გამომდინარე“ - ამის შესახებ ნათქვამია მედიაში გაჟონილ სუს-ის საიდუმლო მასალებში.

ინფორმაცია თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის და საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძის სატელეფონო საუბრიდან:

„ბ. ფირცხალაშვილი ს. ვარდოსანიძესთან საუბარში აღნიშნავს, რომ ილია II-ს პატრიარქობის პერიოდში ეპისკოპოსად კურთხევა ხდება გარკვეული ,,დამსახურებებიდან” გამომდინარე. მაგალითად, პ. ცაავა ეპისკოპოსად აკურთხეს ბიძამისის დახმარებით, რომელიც იმ პერიოდში აქტიურად ეხმარებოდა საპატრიარქოს გაზით მომარაგების საკითხში, ხოლო ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი იკურთხა მას შემდეგ, რაც დ. შიოლაშვილს დაეხმარა ყაზბეგში სახლის მშენებლობაში.

ბ. ფირცხალაშვილი ი. იაკობიშვილს და მის ძმას – კახაბერ იაკობიშვილს მოიხსენიებს ,,უშიშროების მაღალჩინოსნებად” და წინა ხელისუფლების მიერ მათი სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზად ასახელებს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, რის შემდეგაც ხსენებულმა პირებმა გადაინაცვლეს ეკლესიაში“.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა