შოკისმომგვრელი ინფორმაცია: როგორ აპირებდა პატრიარქის დისკრედიტაციას, ვინ ჩანერგა უწმინდესთან და როგორ გახდა მეუფე დიმიტრის სიძე სოსო ოხანაშვილი

სულ ნახვები : 20,574
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მედიაში გაჟონილ სუს-ის საიდუმლო მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, მეუფე დიმიტრის სიძე, იოსებ ოხანაშვილი საპატრიარქოში ჩანერგილი  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დისკრედიტაციისთვის.

ინფორმაცია თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის და საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძის სატელეფონო საუბრიდან, რომელიც სუს-ის გასაჯაროებული მასალების მიხედვით, 2017 წლის 29 ივლისით თარიღდება:

ბ. ფირცხალაშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ თავის დროზე ეკლესიაში ჩანერგეს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი იოსებ ოხანაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე თოდუა (ამჟამად ბ.ივანიშვილის დაცვის უფროსი), რომლებიც პატრიარქმა მიიღო კოჯრის ბატალიონიდან განთავისუფლების შემდეგ. ბ. ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდა ი. ოხანაშვილისა და მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ქალიშვილის შეუღლება და ასევე , ტრიარქის მომვლელ, მონაზონ ალექსანდრა იასიბაშის მიერ ი.ოხანაშვილის შვილის მონათვლა, რათა ამ უკანასკნელს წვდომა ჰქონოდა საპატრიარქოში არსებულ ყველა ინფორმაციაზე.

ბ. ფირცხალაშვილის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს იგეგმებოდა პატრიარქის იზოლაციაში მოქცევა. კერძოდ, ი. ოხანაშვილის უშუალო მონაწილეობით გავრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქს ჰქონდა მამათმავლური გადახრები და ვეღარ ხდებოდა მისი დამორჩილება, ხოლო კონკრეტული პირების მიერ მოხდებოდა გარკვეული მასალების გასაჯაროება, რომელსაც მოიპოვებდნენ უწმინდესის ჰიგიენური მოვლის პროცესის დროს.

ბ. ფირცხალაშვილის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნულით დაგეგმილი იყო ეკლესიის სრული დისკრედიტაცია.“ 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები