როგორ შოულობენ ფულს სასულიერო პირები პატიმართა ეტაპურებითა და აშშ-ს ვიზებით - ცნობები სუს-იდან

სულ ნახვები : 3,004
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-იდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ ცალკეული სასულიერი პირები აშშ-ს ვიზების მიღებასა და პატიმართა ეტაპირებაში პირადი დაინტერესების მიზნით არიან ჩართულები. „პირადი მიზნით“ ჩართვა, სუს-ის ცნობით, იმას ნიშნავს, რომ ვიზაში გადახდილი სოლიდური თანხიდან (12 ათასი აშშ დოლარი) გარკვეული რაოდენობა სასულიერო პირებისთვისაა განკუთვნილი. პატიმართა ეტაპირება კი 1000 ლარი ჯდება.

„საპატრიარქოს ხელმძღვანელ პირებთან დაახლოებულ მონაზონ “ა.გ”-ს ხელშეწყობით ცნობილმა ტურისტულმა ფირმამ დაამზადა ამერიკის ვიზები. ერთ-ერთი პირი ანაზღაურების სახით ტურისტულ ფირმას უხდის 12 000 აშშ დოლარს. თანხის ნაწილი განკუთვნილია ამ საქმეში ჩართულ სასულიერო პირთათვის.

ამავე მონაზონ “ა.გ”-ს ხელშეწყობით, “პატიმრების ეტაპირებაში” პატრიარქის მრჩევლად დაინიშნა საქართველოს მოქალაქე “გ.გ” აღნიშნული დანიშვნის შემდგომ, პატიმართა წრეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1000 ლარის სანაცვლოდ შესაძლებელია პატიმრების ერთი საპატიმროდან მეორეში გადაყვანა. დგინდება საპატრიარქოსთან კავშირში მყოფი პირების კავშირი გავრცელებულ ინფორმაციასთან.

...დადგენილ სასულიერო პირთა ჯგუფი, იუსტიციის სამინისტროს პირველი პირების მეშვეობით, პირადი გამორჩენის მიზნით, ცდილობენ ცვლილებები შეიტანონ ნორმატიულ აქტებში, რაც ვადაგასული საქონლის “ჰუმანიტარული მიზნებისთვის” გამოყენების საშუალებას მისცემს.

ეს ჯგუფი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მსხვილი “სუპერმარკეტების” ხელმძღვანელებთან,“- ნათქვამია სუს-ის ინფორმაცია, რომელიც 2015 წლის ივლისით თარიღდება.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები