ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას და განცხადება თითქოს „ბილაინი“ პოლიტიკურ ან სხვა სუბიექტებს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა - ბილაინი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

განცხადება თითქოს ბილაინი რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადასცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას, - ამის შესახებ ნათქვამია „ბილაინის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბილაინს, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო  ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს ბილაინში დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს. შესაბამისად, განცხადება თითქოს ბილაინი რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადასცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

აბონენტთა მონაცემების დაცვა, ბილაინის, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც კომპანია მნიშვნელოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია ნოკიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა.

ბილაინი ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) - ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება“,- ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები