„შენ შიგ ხომ არა გაქვს“ - ვის აგინებს სუს-ის კრებსში ლევან ვასაძე

სულ ნახვები : 34,779
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსებში, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძის საუბარიც არის დაარქივებული. კერძოდ, კრებსში, რომელიც 2018 წლის 26 სექტემბრით თარიღდება, წერია:

„ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაუკავშირდა ქ. თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს იოსებ მანჯავიძეს, საუბარი ეხებოდა ირანთან სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობას და აქციების დაგეგმვას. ასევე ლ. ვასაძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

ლევან ვასაძე: - სოსო, როგორ ხარ? შენი პოსტი წავიკითხე ამ ირანელებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, საზოგადოებამ მკაცრად უნდა მოითხოვოს ირანთან სავიზო რეჟიმის შემოღება.

იოსებ მანჯავიძე: - აუცილებლად.

ლევან ვასაძე: - ამ ყველაფრის აქტივიზირება უნდა მოხდეს, მე მგონი, რასაც ეს ზვიადი (გულისხმობს ზვიად ტომარაძეს) აკეთებს ბინადრობის საკითხთან დაკავშირებით, ეს არაფერს არ შეცვლის, უნდა გაუქმდეს გაყიდვა რა.

იოსებ მანჯავიძე: - კი, ეგ არის მოთხოვნა, ზუსტად.

ლევან ვასაძე:  - ააა, ანუ გაუქმებაზე?

იოსებ მანჯავიძე: - კი.

ლევან ვასაძე: - ჰოდა, ირანთან უნდა მოვითხოვოთ სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება.

იოსებ მანჯავიძე: - 5 ოქტომბერს ვაპირებთ ჩვენ მაგ აქციის ჩატარებას და მაგის კოორდინირება მოვახდინოთ, შთამბეჭდავი რომ იყოს.

ლევან ვასაძე: - ამ აქციას მასიურობა როგორ უნდა შევძინოთ?

იოსებ მანჯავიძე: - მოწოდებებით. მანდ მიმართვა შეიძლება ხალხისთვის.

ლევან ვასაძე: - ეს უნდა იყოს მოთხოვნა, არამარტო ჩაიკეტოს, არამედ ვინც შემოუშვეს, ისინი უკან უნდა გავუშვათ, რა. მაგალითად, რომელიმე ირანელს საქართველოში ნარკოტიკზე რომ დაიჭერენ, სასწრაფოდ უნდა გადასცენ ირანს და ესე გაიწმინდება, ნელ-ნელა შეეშინდებათ.

იოსებ მანჯავიძე: - ამ ირანელებს ეს ნარკოტიკები სხეულით გადმოაქვთ.

ლევან ვასაძე: - ჰოდა, მაგ დროს უნდა დაიჭირონ, გადასცენ ირანელებს და იქ მაგაზე დახვრეტაა და დახვრიტავენ. დანარჩენს შეეშინდებათ და გაიქცევიან.

იოსებ მანჯავიძე: - კი, კი, ეგრე უნდა გაკეთდეს, აუცილებლად.

ლევან ვასაძე: - ჩემი აზრით, ძალიან მძაფრი აქციები უნდა დავიწყოთ, ირანელების მოძალების წინააღმდეგ. უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა, ჩვენმა უშიშროებამ საქმეში ფერეიდნელი ქართველები უნდა ჩართოს და უნდა მოვუწყოთ ობსტრუქცია. 18 ათასი კაცისთვის მიუციათ ბინადრობის უფლება, მაგათ შიგ ხომ არ აქვთ? ის, ვინც მისმენს ეხლა, მაიორია თუ პოლკოვნიკი, ბიძინას მიუტანოს ჩემგან ესე, რომ ლევანმა თქვა, შენ შიგ ხომ არ გაქვსო? 18 ათასჯერ ხომ არ გაქვს შიგ-თქო! აი, ამ ბინადრობის მოწმობის მიცემისთვისთქო. აი, ესე გადაეცი პირდაპირ, აი, მოისმინოს და მე დამირეკოს მერე პირდაპირ, ეგ ,,სმენია”, ეგ.

იოსებ მანჯავიძე: - შეიძლება ეგ საერთოდ არ იყო საქმის კურსში.

ლევან ვასაძე: - რას ქვია, არ იყო საქმის კურსში, ეგ თუ საქმის კურსში არ არის, წავიდეს ვაფშე პოლიტიკიდან.

იოსებ მანჯავიძე: - სავიზო რეჟიმი უნდა შემოვიდეს და მორჩება ამით ყველაფერი.

ლევან ვასაძე: - ამათ ეხლა ერთ კვირაში ვერ შეწყვიტავ, ვისაც წავასწრებთ ნარკოტიკებზე და ბორდელში, უნდა გავსვათ გარეთ, ოფიციალური ბრალდებით დეპორტაცია და მერე ირანელები თვითონ ჩამოახრჩობენ მაგათ კაცო.

იოსებ მანჯავიძე: - ხო, რა თქმა უნდა, იქ შარიათია, მაგის გულისთვის ჩამოახრჩობენ. ირანელები ისე ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში დომინირებისთვის იბრძვიან.

ლევან ვასაძე: - ხოდა, აი, დომინირებას მივცემ მაგათ რა, პოლიტიკოსები თუ არ იცავენ ქვეყანას ხალხმა უნდა დაიცვას, სად არის მასე...

იოსებ მანჯავიძე: - რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ,,ნიუ იორკ თაიმსმა” დაწერა მილიონი ირანელი აპირებს საქართველოში შემოსვლასო, ხომ დავიღუპეთ.

ლევან ვასაძე: - მილიონს მივცემ მე მაგათ რა, ჩვენ ყველა ხალხი... მოკლედ, მიზანმიმართულად უნდა გაკეთდეს აქცია, რომ ირანელების შემოსვლას აღვუდგეთ წინ.

იოსებ მანჯავიძე: - სავიზო რეჟიმი ნამდვილად აღარ უნდა გაუგრძელდეთ, ბინადრობის უფლებაც არ უნდა მისცენ და მაგით მორჩება ყველაფერი.

ლევან ვასაძე: - ეგ უნდა შეიმუშაოს უშიშროებამ, სანამ არ დაღუპულა ქვეყანა. არა გაგიჟებული ვარ რა.

იოსებ მანჯავიძე: - გასამხედროებული რელიგიური მონსტრია ირანი. 200 მილიონიან მასივს აკონტროლებენ შიიტებისას, ეს უზარმაზარი ძალაა. ირანი სერიოზული იმპერიაა, მთელ ისლამურ სამყაროში პრეტენზია აქვთ დომინირების, რა დროს რა ოპერაციას ჩაგიტარებს კაცმა არ იცის, ისრაელს უჭირს მასთან ბრძოლა.

ლევან ვასაძე: - რა ევროინტეგრაციას აპირებენ, თუ ირანიზაცია მოხდა.

იოსებ მანჯავიძე: - ჩვენ ხო ყველანაირი კომედია უნდა დაგვემართოს რა.

ლევან ვასაძე: - კაი, სოს, ამის თქმა მინდოდა, რა, ჩვენი საუბარი მოგვიძველდა, ერთი ჩავწეროთ და დავდოთ რა.

იოსებ მანჯავიძე: - კი ბატონი.

ლევან ვასაძე: - მომავალ კვირას დავგეგმოთ რა.

იოსებ მანჯავიძე: - კაი, ლევან, კარგად.“

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა