გაერო-მ მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა - ადვოკატი

სულ ნახვები : 387
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაერო-მ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას მისი ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. ინფორმაციას მეგის ქარდავას ქართველი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს.

,,ჩემი შეფასებით, იმდენად თვალსაჩინო არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფომ გადმოსცეს. ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერო-მ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები