რა გარიგებას დებდნენ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის - სუს-ის კრებსები

სულ ნახვები : 1,297
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სუს-ის საიდუმლო კრებსებში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავაც ფიგურირებს. კერძოდ, ცნობაში, რომელიც 2017  26 აგვისტოთი არის დათარიღებული, ნათქვამია:

„პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს კახა კუკავას და „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია ბერძენიძეს შორის შემდგარი საუბრის შესახებ

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

მოპოვებული ინფორმაციით, მ/წლის 25 აგვისტოს „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარეს გია ბერძენიძეს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ აცნობა, რომ მათი პარტიების კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობის საკითხზე ესაუბრა პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.      კ. კუკავას განმარტებით, ნ. ბურჯანაძეს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში სრულფასოვნად დაუჭერს მხარს კ. კუკავას კანდიდატურას, ეს უკანასკნელი და გ. ბერძენიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებენ   ნ. ბურჯანაძეს.

კ. კუკავამ ასევე, აღნიშნა, რომ კოალიციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს პოლიტიკური პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომელსაც ამ მომენტისთვის გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით,           გ. ბერძენიძემ ხაზი გაუსვა მის ახლო ურთიერთობას კ. გამსახურდიასთან, რამაც ამ უკანასკნელის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს.  

საუბრისას კ. კუკავამ ახსენა „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. კ. კუკავას სიტყვებით, კოალიციაში ი. ოქრუაშვილის გაერთიანება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ამ უკანასკნელთან თანამშრომლობა შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ გორის რაიონთან მიმართებაში.“ 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები