ექსკლუზივი: „7-8 გასროლა იყო, ბიჭი ძირს ეგდო და იძახდა, მიშველეთო“ - ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 2,161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-თვის ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სისხლიანი დაპირისპირება სასტუმრო „ილიანის“ წინ მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

როგორც თვითმხილველებმა, CNews-თან საუბრისას განაცხადეს, 7-8 გასროლის ხმა გაიგეს.

„ხმაური იყო , მაგრამ არა - შემაშფოთებელი, გარეთ არ გამიხედავს. შემდეგ, გასროლის ხმა იყო რამდენჯერმე, ბიჭი იძახდა, მიშველეთ, მიშეველეთო. ძირს ეგდო და, მიშველეთო, იძახდა. ძალიან ბევრი გასროლა იყო, ძალიან ბევრი 7-8 გასროლა მაინც,“ - განუცხადა CNews-ს თვითმხილველმა

ამასთან, როგორც CNews-თვის გახდა ცნობილი, პოლიცია სასტუმრო „ილიანის“ კამერებიდან ჩანაწერებს იღებს.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები